KA

QR კოდების უფასო ონლაინ გენერატორი / დინამიური, ვექტორული, ფერადი /

ამოირჩიეთ შესაქმნელი QR კოდის ტიპი

სტატიური QR კოდი - ესაა მონაცემების კოდირება უშუალოდ QR კოდში და შეუძლებელია მათი შეცვლა ახალი QR კოდის შექმნის გარეშე. არაა აუცილებელი ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა QR კოდში ჩადებული ინფორმაციის მისაღებად (თუკი ბმული, ან ელექტრონული მაილია კოდირებული, მაშინ მოწყობილობა მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ბმულია კოდირებული, მაგრამ მასზე გადასასვლელად, ან ელექტრონული მაილით გადასაგზავნად აუცილებელი გახდება ინტერნეტში ჩართვა).
დინამიური QR კოდი - ესაა QR კოდი, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს მხოლოდ მონაცემთა მართვის ინტერნეტ გვერდის ბმულს. უმეტესწილად წარმოადგენს სტატიურ QR კოდის ნაირსახეობას ვებგვერდზე ბმულით. მონაცემები, რომლებიც აისახებიან QR კოდის სკანირებისას, შესაძლებელია შეცვლილ იქნან თავად QR კოდის ცვლილების აუცილებლობის გარეშე. მსგავსი QR კოდის სკანირებისას ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ინტერნეტში ჩართულობა..

სტატიური QR კოდის უფასო გენერაცია

ჩააკოდირეთ QR კოდში ნებისმიერი თქვენთვის აუცილებელი ტექსტი, QR კოდის სკანირებისას ეკრანზე უბრალოდ ტექსტი გამოჩნდება.

500
ჩააკოდირეთ QR კოდში საკუთარი სავიზიტო ბარათი, სკანირებისათვის გამოყენებული პროგრამის სახეობიდან გამომდინარე გამოჩნდება ან თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ან სმარტფონი შემოგთავაზებთ თქვენი მონაცემების ბლოკნოტში ჩამატებას.







ჩააკოდირეთ სმს შეტყობინებები QR კოდში, სკანირებისას ეკრანზე გაიხსნება სმს-ის გაგზავნის შეტყობინება მიმღების უკვე მითითებულ ტექსტთან და ნომერთან ერთად. (დამოკიდებულია გამოყენებულ ამომკითხველ პროგრამაზე, არ არსებობს ყველა მოწყობილობაზე მუშაობის გარანტია).


500
ჩააკოდირეთ QR კოდში ელექტრონული წერილი, რომლის სკანირების შემთხვევაში ეკრანზე გაიხსნება მაილის გაგზავნის შეტყობინება მიმღების უკვე მითითებული ტექსტითა და მისამართით. (დამოკიდებულია გამოყენებულ ამომკითხველ პროგრამაზე, არ არსებობს ყველა მოწყობილობაზე მუშაობის გარანტია).



500
ჩააკოდირეთ პაროლი QR კოდში თქვენს WiFi ქსელში შესასვლელად. სკანირების დროს ეკრანზე გაიხსნება ქსელში ჩართვის პროგრამა უკვე შევსებული პაროლით. (დამოკიდებულია გამოყენებულ ამომკითხველ პროგრამაზე, არ არსებობს ყველა მოწყობილობაზე მუშაობის გარანტია).


ჩააკოდირეთ QR კოდში თქვენი ვებსაითის ბმული, ან გვერდი სოციალური ქსელებიდან (Twitter, Facebook, YouTube, VK და ა.შ.), ან მაგალითად, PayPal-ზე გადასახდელად. სკანირებისას სმარტფონი გახსნის თქვენს მიერ მითითებულ ბმულს (დამოკიდებულია გამოყენებულ ამომკითხველ პროგრამაზე, არ არსებობს ყველა მოწყობილობაზე მუშაობის გარანტია).

დინამიური QR კოდის უფასო გენერაცია

უკაცრავად, მაგრამ თქვენს დინამიურ QR კოდში მონაცემების დამატებისა და რედაქტირებისათვის აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია
შეგიძლიათ გაიაროთ ავტორიზაცია თქვენი გვერდისა და შემდეგი სოციალური ქსელების მეშვეობით:
ავტორიზება აქედან Google
ავტორიზება აქედან Facebook
ავტორიზება აქედან Vk
ავტორიზება აქედან Linkedin
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, [ გასვლა ]
მიაქციეთ ყურადღება, რომ ქვევით მითითებული მთლიანი ინფორმაცია ინტერნეტში საჯარო და ყველასათვის მისაწვდომი იქნებ, ამიტომ ნუ მიუთითებთ თქვენს პირად მონაცემებს.
შეგიძლიათ უფასოდ შექმნათ 3 QR კოდი. რომელს ასწორებთ ახლა:
აკლია გამოსახულებაX


250

5000





QR კოდის სტილიზაცია

QR კოდის ზომა: x3
მიუთითებს, თუ რამდენად უნდა გაიზარდოს QR კოდის საბაზო გამოსახულება (მინიმალურად შესაძლებელი). მნიშვნელოვანია რასტრული გამოსახულებებისათვის
QR კოდის სიმჭიდროვე: x1
მიუთითებს შეცდომათა კორექციის ხარისხს, რომელიც იდება QR კოდში. რაც უფრო მაღალია რიცხვი, მით უფრო მაღალია QR კოდის დაზიანების შესახებ მონაცემთა მიღების ალბათობა, მაგრამ QR კოდის ზომაც მით უფრო დიდია.
გაუმჭვირვალობა: 1
ფაილის ტიპი:
PNG - რასტრული გამოსახულება. გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაძლებელია ადგილი ექნეს დამახინჯებებს მასშტაბირების დროს.
SVG - ვექტორული გამოსახულება. გამოიყენება ვებსაითების ჩამაგრებისა და სხვა და სხვა ვექტორული რედაქტორების იმპორტირებისათვის. .
EPS - ვექტორული გამოსახულება. გამოიყენება საგამომცემლო რედაქტორებში სამუშაოდ (მოცემულ ვერსიაში არ მუშავდება გამჭვირვალობის პარამეტრი).

რა არის QR კოდი?

სად გამოიყენებიან QR კოდები? დინამიური კოდებია უკეთესი, თუ სტატიური?

სიტყვა QR კოდი წარმოადგენს ინგლ. Quick Response code-ის (სწრაფი გამოხმაურების კოდი) შემოკლებას. ეს ოთხკუთხედი შტრიხ-კოდები პირველად იაპონიაში გამოიგონეს და გამოიყენეს. სმარტფონების დახმარებით მათი საშუალებით ინფორმაციას გადასცემენ და ინახავენ დიდი მოცულობის ინფორმაციას, როგორიცაა: შეხსენებები, სატელეფონო ნომრები, ტექსტური შეტყობინებები, პროდუქციის აღწერილობა, წერილებით გადატვირთული ელექტრონული ფოსტა და მრავალი სხვა. კოდები ფუნქციონირებენ შტრიხ-კოდების ამომკითხველი გაუმჯობესებული მანქანების ფორმით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნან შეფუთვებზე, ვიტრინებზე, განცხადების დაფებზე, ფირნიშებზე, სავიზიტო ბარათებსა და სარეკლამო ბუკლეტებზე, პროდუქციის აღმოსაჩენად და საქონლის იდენტიფიცირებისათვის.

QR კოდის ამოსაკითხად თქვენს სმარტფონში დამონტაჟებული უნდა იყოს QR კოდების სკანირებისა და წასაკითხად საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა, მაგალითად: „QR droid“ Android-ის მოწყობილობების სამართავად, "RedLaser" iOS-ისთვის, ან "QR Code Scanner Pro" blackberry-ს მოწყობილობებისათვის. დააყენეთ აპლიკაცია თქვენს სმარტფონში და მიმართეთ ფოტოკამერა QR კოდის მიმართულებით. კოდის ამოკითხვის შემდეგ აპლიკაცია გვაჩვენებს კოდში მოთავსებულ ინფორმაციას. თუკი QR კოდში ჩადებულია ვებსაითის ბმული, მაშინ ზოგიერთი აპლიკაცია იმთავითვე ბრაუზერში გახსნის ვებსაითს.

სად გამოიყენებიან QR კოდები?

QR კოდების გამოყენებისათვის მრავალი საშუალება არსებობს, საკუთარ თავზე ცნობების გავრცელებიდან პირადი ბიზნესის მარკეტინგული გადაწყვეტილებებით დამთავრებული. ქვევით მოყვანილ არიან QR კოდების გამოყენების გარკვეული სფეროები:

სავიზიტო ბარათები / სარეკლამო მასალები

შესაძლებელია QR კოდების თქვენ სავიზიტო ბარათებზე, ბუკლეტებსა და ბროშურებზე დაბეჭდვა, რათა მაგალითად, მათ სმარტფონის მისამართების წიგნს გადასცენ საკონტაქტო მონაცემები, ან თქვენი ბიზნესის ვებსაითის დეტალური აღწერა მოახდინონ. შესაძლებელია მათი ყველაფერზე და ყველგან დაბეჭდვა, საფეხბურთო მაისურებითა და ჭიქებით დაწყებული, აბრებითა და თვითმფრინავებით დამთავრებული.

მოსაწვევი ბარათები

თუკი თქვენ დაკავებულები ბრძანდებით ღონისძიებების ორგანიზაციითა და მათი გატარებით, დაამატეთ მოსაწვევ ბარათზე QR კოდში ჩართული ბმული ვებსაითის RSVP (ფრანგულად: répondez s’il vous plaît – "გთხოვთ, უპასუხოთ შეტყობინებას") გვერდთან და ღონისძიების GPS კოორდინატებთან დაკავშირებით, რათა ღონისძიების პოტენციურმა სტუმარმა შესძლოს თავისი მონაწილეობის დადასტურება და მოინიშნოს მისი ჩატარების ადგილმდებარეობა საკუთარი სმარტფონის ნავიგატორის პროგრამის რუკაზე.

პროდუქციის შეფუთვა / პროდუქციისათვის თვალყურის გადევნება / დროის „პირდაპირ რეჟიმში“ კლიენტების გამოხმაურებები

თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ QR კოდი თქვენი საქონლის შეფუთვაზე, რათა თქვენს მომხმარებელს მიაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი პროდუქტის შესახებ. მაგალითად, საქონლისა და მისი უპირატესობების შესახებ განმარტებები, მომხმარებლის სახელმძღვანელო, სერვის-ცენტრების საკონტაქტო მონაცემები, ან უბრალოდ თქვენი კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია.

QR კოდების სახეობები

არსებობს QR კოდების ორი ძირითადი სახე: დინამიური და სტატიური.

დინამიური კოდები ასევე ცნობილები არიან, როგორც „ცოცხალი QR კოდები“

მისი შექმნის შემდეგ, შესაძლებელია იმ ინფორმაციის რედაქტირება, რომლისკენაც მასში ჩარევის გარეშე გადავყავართ კოდირებულ ბმულს. სკანირების შემდეგ დინამიურ კოდს გადავყავართ სერვერზე, რომელიც უკვე მონაცემთა ბაზაში შენახულ ცნობათა საფუძველზე გადაგვიყვანს ინფორმაციულ გვერდზე. დინამიური კოდები იმითაა მოხერხებული, რომ მათ ქმნიან და აფიქსირებენ ერთხელ. ამასთან ერთად, შეგიძლიათ შეცვალოთ როგორც სკანირებისას გამოსახული ინფორმაცია, ასევე ინფორმაციის გამომსახველი ბმულიც (დომენი, გვერდი).

სტატიური კოდები

დინამიური კოდებისაგან განსხვავებით, სტატიური კოდები ან უშუალოდ ტექსტური სახით ინახავენ ინფორმაციას, ანაც პირდაპირ ვებგვერდზე გადავყავართ მეორად ბმულებზე გადამისამართების გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია ინფორმაციის, თუ გამოხმობილი ბმულის შეცვლა, თუ რედაქტირება (ყოველ ჯერზე მოგიხდებათ ახალი სტატიური კოდის შექმნა). სტატიური კოდები იდეალურია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ უცვლელი ინფორმაციის გავრცელება (მაგ: ინფორმაცია საკუთარი დაბადების თარიღისა და სისხლის ჯგუფის შესახებ).

დინამიური კოდებია უკეთესი, თუ სტატიური?

სტატიური კოდები უშუალოდ სასარგებლო ინფორმაციისაგან შედგებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია მათთვის თვალყურის დევნება და ინფორმაციის შეცვლა. ეს ძალიან მოუხერხებელია, რადგან წარმოჩენილი ინფორმაციის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში თქვენ უნდა გადაბეჭდოთ მანამდე დაბეჭდილი მასალები.

დინამიური კოდები შედგებიან სპეციალიზირებულ ვებ-სერვერის ბმულებისაგან, რომლებიც იტევენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია წარმოაჩინონ, ან რომელი ბმული გადაამისამართონ. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დინამიურ კოდს (შეაგროვოთ სტატიური ინფორმაცია) და რომ შესაძლებელია დანიშნულების ბმულის შეცვლა, ან კოდის სტრუქტურაში ჩარევის გარეშე მისი რედაქტირება. ეს დინამიურ კოდს უნივერსალურს ხდის იმ გაგებით, რომ თქვენ არ მოგიხდებათ მანამდე დაბეჭდილი ფაილების გადაბეჭდვა. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ შეცვალოთ დანიშნულების ბმული, სტატიური კოდების შემთხვევაში მსგავსი რამ არ გამოვა. ის ფაქტი, რომ შეგიძლიათ აკონტროლოთ დაბეჭდვის შემდეგაც კი დინამიური კოდებით წარმოჩენილი ინფორმაცია, სტატიურ კოდებთან შედარებით დინამიური კოდების უპირატესობაზე მეტყველებს იმ შემთხვევაში, თუკი ძნელი იქნება გამოცემის შემდეგ მათი შეცვლა (დიდი ტირაჟი, ან კოდში შეღწევის შეუძლებლობა).

როგორც არ უნდა იყოს, სტატიური კოდები უფრო ფართოდ არიან წარმოდგენილები უფასო სეგმენტში, რადგანაც არ გააჩნიათ არანაირი ტექნოლოგიური მოთხოვნილებები მაშინ, როცა დინამიურ კოდებს უფრო მაღალი მოთხოვნა გააჩნიათ სერვერებისადმი.